სტომატოლოგიური კლინიკა "ელ-ელ დენტი" 2019 წლიდან ემსახურება პაციენტებს და დაარსების დღიდან - დღემდე აწესებს სტომატოლოგიური სერვისების უახლეს სტანდარტებსა და ტექნოლოგიებს.
"ელ-ელ დენტის" გუნდი დაკომპლექტებულია მრავალწლიანი გამოცდილების მქონე წამყვანი სპეციალისტებით. მისი დამფუძნებელი - თერაპევტი და ქირურგი, ექიმი ელენე სოსიაშვილი 18 წელია წარმატებით მოღვაწეობს აღნიშნულ დარგში.
კლინიკა მუდმივად ზრუნავს, რომ ექიმები უწყვეტი განათლების პროცესში აქტიურად იყვნენ ჩართულნი და გადიოდნენ გადამზადებას ახალი სამუშაო მასალებითა და აპარატურით მუშაობის შესახებ. გარდა მაღალი დონის სტომატოლოგიური მომსახურებისა, ჩვენ ვცდილობთ კლინიკაში შევქმნათ თბილი და მეგობრული ატმოსფერო, სადაც პაციენტი, თავს მაქსიმალურად კომფორტულად და მშვიდად იგრძნობს, ხოლო ჩვენი მზრუნველი პერსონალი, კლინიკაში შესვლის მომენტიდან უზრუნველყოფს თქვენს დადებითი გამოცდილებას. ჩვენ ვამაყობთ, რომ ვრჩებით სტომატოლოგიური მიღწევების წინა ხაზზე, ვიყენებთ უახლეს ტექნოლოგიებსა და ტექნიკას საუკეთესო შედეგების უზრუნველსაყოფად. კლინიკაში დანერგილია სტერილიზაციისა და ინფექციის კონტროლის საერთაშორისო პროტოკოლების უმაღლესი სტანდარტები, ხოლო პაციენტებს ვთავაზობთ მხოლოდ წამყვანი საერთაშორისო ბრენდების სამკურნალო მასალებს. "ელ-ელ დენტში" თქვენ შეხვდებით მოწინავე, acteon-ის ბრენდის მაღალტექნოლოგიურ 3D კომპიუტერული ტომოგრაფიის აპარატს, რაც სტომატოლოგს საშუალებას აძლევს მინიმალური დასხივებით მიიღოს ამომწურავი ინფორმაცია პაციენტის პირის ღრუს მდგომარეობაზე. ამ კვლევის საშუალებით შესაძლებელია მრავალი ტიპის სტომატოლოგიური მკურნალობის სრულფასოვნად დაგეგმარება.
საკონტაქტო ინფორმაცია: მისამართი. დიმიტრი გულიას ქუჩა N4, ქ.თბილისი
+995 598 38 11 00
სამუშაო საათები - ორშაბათი - შაბათი 9:00 - 19:00