ჩვენ შესახებ

ჯანდაცვის განვითარებისა და უფლებათა დაცვის ლიგა

ორგანიზაციის მიზნები:
* ჯანმრთელობის უფლების დაცვა, პოპულარიზაცია და ადვოკატირება;
* ჯანდაცვის სტანდარტების გაუმჯობესების ხელშეწყობა;
* საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლების ხელშეწყობა საზოგადოებრივი ჯანდაცვის საკითხებზე;
* სამედიცინო პერსონალის უფლებებისა და ინტერესების დაცვა;
* სამედიცინო პერსონალის პროფესიული განვითარების ხელშეწყობა;
* სამედიცინო პერსონალის სოციალურ-ეკონომიკური ინტერესების დაცვა და მათზე ზრუნვა;
* შშმ პირთა უფლებათა დაცვა და რეაბილიტაციაზე ზრუნვა. საწესდებო მიზნების მისაღწევად, ორგანიზაცია: ა) თანამშრომლობს ადგილობრივ და საერთაშორისო ორგანიზაციებთან და სხვა პარტნიორებთან; ბ) ეწევა საგანმანათლებლო საქმიანობას; გ) შეიმუშავებს რეკომენდაციებს, რომელსაც წარუდგეს სახელმწიფო და საერთაშორისო სტრუქტურებს და სხვა პარტნიორებს; დ) ადვოკატირებას უწევს ჯანდაცვის სექტორში დასაქმებული მედპერსონალის უფლებების დაცვის განხორციელებას, ახორციელებს უფლებების მდგომარეობის შესწავლას; ე) ხელს უწყობს სხვადასხვა უწყებებსა და პროფესიონალთა შორის თანამშრომლობის გაძლიერებას; ვ) ეწევა სხვა საქმიანობას, რომელიც არ არის აკრძალული კანონით. შეუძლია ჰყავდეს წევრები და მიიღოს საწევრო შენატანები ორგანიზაცია მოქმედებს საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ.