ჯვარედინი ქარგვა – სტომატოლოგის ხელით.
უკვე სამი წელია, რაც ჯვარედინი ქარგვა ჩემი ცხოვრების ნაწილია. თითო ნამუშევარს ზოგჯერ ექვსი თვე სჭირდება, რადგან თითოეული ნაჭერი იქმნება იმავე სიზუსტითა და სიფაქიზით, რასაც პროფესიულად — სტომატოლოგიაში ვიყენებ.
ვქარგავ კანვაზე, მულინის ძაფით, პაციენტის ღიმილის მსგავსად – ფრთხილად, ფერების ზუსტ შერწყმით და დეტალების შეუცდომელი შეგრძნებით.
სტომატოლოგია — ჩემი პროფესიაა.
ქარგვა — ჩემი სულიერი ბალანსი.
ორივე სფეროში, მთავარი დეტალია – სითბო, სიზუსტე და სიყვარული იმ საქმისადმი, რასაც აკეთებ.
პატივისცემით, ეკატერინე ჭიჭინაძე.